Live-საინფორმაციო შეხვედრა: ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი უმასპინძლებს საინფორმაციო შეხვედრას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირთათვის ფეისბუქლაივში. ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ლექტორები: ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე; მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული თამარ მღებრიშვილი. […]

UNILAB CYBERTALKS: ნარატივდიზაინის მაგია

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: „ნარატივდიზაინის მაგია“. ნარატივდიზაინი, ახალი პროფესია, ყველა ტექნოლოგიურ გამოწვევას პასუხობს და დროდადრო უფრო მოთხოვნადი ხდება. ცოტა ხნის წინ ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ჩეთბოტის გამოყენება განათლების სფეროშიც კი შეიძლება. ღია ლექციაზე მოგიყვებით უნილაბის სტაჟირების ფარგლებში შექმნილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ განათლების თემას ეხება. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: […]

საჯარო დისკუსია – საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის პრეზენტაცია

25 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება ასოციაციის გეგმები და მიზნები. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსია მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ცნობადობის გაზრდას. მოხსენებებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, […]

UNILAB CYBERTALKS: პროგრამირების შესაძლებლობები

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: პროგრამირების შესაძლებლობები. ლექციაზე მოგიყვებით: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროგრამირების სწავლა? რამდენად მოთხოვნადია პითონის პროგრამირების სპეციალისტი საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე; გაგიზიარებთ, რა უნარებსა და გამოცდილებას მიიღებ, თუ პითონის სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი; მოგიყვებით აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: თემო ჩიჩუა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის […]

UNILAB CYBERTALKS: გრაფიკული დიზაინი

1 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: გრაფიკული დიზაინი. გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა. მისი საშუალებით შეძლებთ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატოთ, რაც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით მიიღწევა. ლექციაზე მოგიყვებით, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ ამ პროფესიას და ვისაუბრებთ უნილაბის სტაჟირების დროს შექმნილ პროექტებზე. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: ნენე […]

საერთაშორისო კონფერენცია – www.21scon.org

2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია. შესავალი 2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა […]

მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება „მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?“

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე: (უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? მომხსენებლის შესახებ მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა […]

მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება: კორპუსი, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის

4 ნოემბერს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე: „კორპუსი, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“. მომხსენებლის შესახებ მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება, უცხოური ენის სწავლება, მულტილინგვალიზმი, […]

სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია: მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. პროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. […]

UNILAB CYBERTALKS: ციფრული კომუნიკაციები

თანამედროვე ტექნოლოგიებმა კომუნიკაციები ციფრულ რეალობაში გადმოანაცვლა და ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის წერტილად ინტერნეტსივრცე შეარჩია. 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გამართულ ლაივშეხვედრაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გამოცდილი მენტორები ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხებენ. ლექციაზე იმოგზაურებთ ციფრული კომუნიკაციების ლაბირინთებში და შეიტყობთ, როგორ იპოვოთ მომხმარებლამდე მიმავალი გზა. მომხსენებლები გაგიზიარებენ, რა უნარებსა და გამოცდილებას შეიძენ, თუ ციფრული […]