წიგნის პრეზენტაცია: „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ პრეზენტაცია (იხ. http://manuscript.iliauni.edu.ge/). წიგნთან ერთად ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული […]

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება – სემინარი სტუდენტებისთვის

1-ელ დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართება სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შესახებ. ქვეპროგრამა ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტთა […]

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის IV კონფერენცია

3 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის IV კონფერენცია გაიხსნება. საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის წევრია და 2017 წლიდან ატარებს კონფერენციებს. განრიგი I სესია  10:00 -10:30 რევაზ სოლომონია – მისალმება; ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) ახალი ინიციატივების შესახებ 10:30-11:00 თამარ ბარბაქაძე „თიროიდული ჰორმონების მოქმედების ინტეგრინით გაშუალებული ეფექტები ჰიპოქსიის პირობებში“ 11:00-11:30 […]

სპექტაკლი „უხერხემლო“

დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]

სპექტაკლი „მარატ-სადი“

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით 1 მოქმედებად შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და […]

„ვოლოდიმირ ზელენსკი – გმირის ტყავში“ – შეხვედრა წიგნის ავტორთან

6 დეკემბერს, 15:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ ავტორთან, ფრანგ ჟურნალისტსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტთან, რეჟის კანტერთან. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. წიგნის შესახებ წიგნი „ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა. მასში გამოყენებულია ადრინდელი, რამდენიმე წლის […]

საჯარო დისკუსია „კოლონიალიზმის საკითხი საქართველოში“

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის პროექტის „საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე „კოლონიალიზმის საკითხი საქართველოში“. მომხსენებლები გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამთა მიქელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გოგი გვახარია. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს […]

„დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე პოსტპანდემიურ პერიოდში“ – საჯარო შეხვედრა

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე პოსტპანდემიურ პერიოდში“. მოხსენებებს წარადგენენ პროექტის პარტნიორები პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ისრაელიდან. ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშრიებული პრაქტიკა. სამუშაო ენა: […]

Advanced IT Trainings: DevOps-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღება ცხადდება

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში Advanced IT Trainings პროექტთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც დეკემბრიდან განაგრძობს DevOps, ტექნოლოგიური ტრენინგების სერიას. შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. დაინტერესებული პირები შეძლებენ დაესწრონ შეხვედრას როგორც ფიზიკურ ფორმატში, […]