სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში

8 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ: თქვენი […]

გამოფენა „დროება“, „ივერია“ და ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემები“

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძველ და იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ექსპონატების გამოფენა. ექსპოზიციაზე ილიას თხზულებათა გამორჩეული კრებულების გვერდით წარმოდგენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში, 1869 წელს, გამოცემული სატირული მოთხრობა „კაცია, ადამიანი“ და ალექსის ბუვიეს ცნობილი რომანის „იზას“ ილიასეული თარგმანი. […]

ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“

1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე. „ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება.“ 8-15 ნოემბერს ილიაუნი გიწვევთ ილიას კვირეულზე „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გამოფენა „დროება“, „ივერია“ და ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემები“  „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და […]

პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ილიას კვირეულის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“. მომხსენებლები: ბელა წიფურია,  გია ნოდია, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნუკა ღამბაშიძე, სერგო რატიანი მოდერატორი − ივა ლომიძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 8 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

ვორკშოპი და კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“

10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი. 11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ, სონორულ შესაძლებლობებს. 18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“. შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად […]

ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს  პროექტი“ ფარგლებში იწვევს ილიაუნის სტუდენტებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“ მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტები იმოგზაურებენ მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში. თამაშის დაწყებამდე მათთვის მოეწყობა მუზეუმის ტური. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 13 ნოემბრის 12:00 საათამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WiGaJEtxcC4DWgeg8 გაითვალისწინეთ, რომ […]

გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის […]

„წიგნების თაროს“ საჯარო თამაში ილიას შესახებ

5 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად. „წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ. თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 14 ნოემბრის […]

სტუდენტთა საერთაშორისო დღე ილიაუნიში

18 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიებები: ფოტოკონკურსი სამაგიდო თამაშები კულტურული და სპორტული აქტივობები კინოჩვენება 17 ნოემბერი, სტუდენტთა საერთაშორისო დღე, დაწესდა 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღის სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად. საქართველოში ეს დღე 2009 წლიდან აღინიშნება. დრო: 18 ნოემბერი, […]

ვორკშოპი კარატეს შესახებ

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით  შოტოკანკარატეს მე-6 დანის მფლობელი სეიჯი ჰაიაში გამართავს იაპონური საბრძოლო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ვორკშოპს. კარატეს შესახებ ლექციის შემდეგ დამსწრენი თავადაც ჩაერთვებიან მცირე ვარჯიშში. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური დრო: 19 ნოემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.