დოქტორანტ ელისაბედ კვერღელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

ლი იონგმინის საჯარო ლექცია „სტუდენტური ცხოვრება კორეაში“

24 იანვარს, 17:00 საათზე, ილიაუნის G106 აუდიტორიაში ილიაუნის კორეული კულტურის კლუბის ორგანიზებით ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტი ლი იონგმინი (Youngmin Lee) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებელი სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას კორეელი სტუდენტების გამოცდილების შესახებ, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის მახასიათებლებს, კორეის სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ პროექტებს, ასევე სირთულეებს, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 24 იანვარი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია − გამარჯვებულის დაჯილდოება

24 იანვარს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან. 2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის […]

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“

30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]

AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა

30 იანვარს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. სტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც […]

დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

31 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, […]

უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია

31 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა. HERI პროექტის „უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში […]

დოქტორანტ თეა ფანჩულიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

6 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი თეა ფანჩულიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ციხისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გავლენა მოზარდების სასკოლო შიშსა და შფოთვაზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ქეთევან მაყაშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1 დასწრება […]

დოქტორანტ კახა ქარჩხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს  სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

დოქტორანტ ნინო გალდავაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ნინო გალდავაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოძრაობის კონცეპტი როგორც „საპყრობილედ“ გააზრებული სახელმწიფოს დაძლევის საშუალება მე-სთვის ჭოლა ლომთათიძის, ნიკოლო მიწიშვილისა და კარლო კაჭარავას ტექსტების მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ნინო ფირცხალავა სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 თებერვალი, 15:00 […]