წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია და სტუდენტური კონფერენცია

29 მაისს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი. წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“  ქართული თარგმანის პრეზენტაცია წიგნში დეტალურად არის განხილული შვიდი ქვეყნის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, შვედეთის, რუსეთის და პოლონეთის, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან, პოლიტიკური სისტემებთან, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებთან, ისტორიულ და თანამედროვე პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ, […]

სოკრატული დისკუსია ევროპასა და საქართველოზე

29 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე. სოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას. დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან […]

პროფესორ რუსუდან მირცხულავას ფსიქოლოგიური ტრენინგი „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“

30 მაისს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან არტთერაპიული პრაქტიკის დროს წარმოსახვითი სავარჯიშოების როლსა და მნიშვნელობას. ისინი შექმნიან წარმოსახვით ხატებს და აღმოაჩენენ მათი ინტერპრეტაციისა და გაგების გზებს. სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მაისი, 13:00-15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 […]

დოქტორანტ ქეთევან ქათამაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

30 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ქეთევან ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „პოლიტიკური რეჟიმის ტრავმის რეპრეზენტაციის მოდელები პერსონაჟთა სიზმრებში: პრესაბჭოთა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული პროზის  მიხედვით“. სამეცნიერო ხელმძღვანელი  -  ცირა კილანავა, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

COPY BREAK 2025 ქოფირაითინგის პირველი ღონისძიება საქართველოში

30 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება COPY BREAK 2025  ქოფირაითინგის პირველი ღონისძიება საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის მძლავრი იარაღის, პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც განიხილავენ ქოფირაითინგის როლს ბრენდინგში, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. ვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/16NUcAXSFa/?mibextid=wwXIfr დრო: 30 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. […]

პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”

3 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. ლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ […]

„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

4 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA), ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. საკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების […]

საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“

4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის პროცედურებზე, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. პრესტიჟული უნივერსიტეტის, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. სამუშაო […]

„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი

5 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. სემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. მომხსენებლები: პროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები; ასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი […]

პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences, პოლონეთი) პროფესორები, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. რობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ პროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების […]