ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის
2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით. პროექტის მიზანი პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რაც ბევრმა ისედაც იცოდა – ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში. […]