გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში – დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი

8 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში". აკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე, გვალვებსა და წყალდიდობებზე, ასევე […]

ღია მასალები – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“

18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინარების ციკლის მეორე შეხვედრა „ღია მასალები". ისაუბრებენ: ლუიზა ბერიძე, ბათუმის N34 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ხატია კონცელიძე, ბათუმის N35 საბავშვო ბაღის პეც. პედაგოგი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.

„შეხვდით ავსტრიელებს, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“ – ინტერაქციული ვორკშოპი

19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქციული ვორკშოპი „შეხვდით ავსტრიელებს, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“. ვორკშოპის შესახებ რა გვამოძრავებს დღეს ჩვენ ავსტრიასა და საქართველოში? რა გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემო ბიზნესზე? რა გავლენას ახდენს კულტურული განსხვავება ბიზნესზე? რა უნდა გავითვალისწინოთ კორპორაციულ კონტექსტში ინტერკულტურულ ურთიერთობებში ჩართვისას? როგორია ავსტრიული […]

„მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“ – საერთაშორისო ვორკშოპი/ტრენინგი

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანელი პროფესორები მარია კაპანაძე და სალვადორ სიმო გაიმართავენ საერთაშორისო ვორკშოპს/ტრენინგს „მონაწილეობა და აღდგენა დასაქმების ხელშეწყობით: სამუშაოს მხარდაჭერის სტრატეგიები და სოციალური მეწარმეობა“. მარია კაპანაძე უმაღლესი განათლების ევროპის ოკუპაციური თერაპევტთა ქსელის ვიცე-პრეზიდენტი (The European Network of Occupational Therapy in Higher Education – ENOTHE) და  ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის, ტერასის საექთნო სკოლისა და […]

„ასტროლაბი“ – ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი საქართველოში მოსწავლეებისთვის

15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი". ვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას. მსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან […]

ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები გაიმართება

27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის  პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. სემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. 27 მაისი, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“) მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ […]

„ბაღი და მშობლები” – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“

6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მესამე შეხვედრა თემაზე „ბაღი და მშობლები". ისაუბრებენ მირანდა სურმანიძე, ბათუმის N21 საბავშვო ბაღის მეთოდისტი ნინო თურმანიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე. 2024

„ბაღი და მშობლები” – ვებინარების ციკლი „საუკეთესო პრაქტიკა“

6 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვებინერების ციკლის მესამე შეხვედრა თემაზე „ბაღი და მშობლები". ისაუბრებენ მირანდა სურმანიძე, ბათუმის N21 საბავშვო ბაღის მეთოდისტი ნინო თურმანიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრა გაიმართება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე.

„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი

12-13 სექტემბერს, 9:00 საათზე, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. სემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. […]

ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება". მას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის […]