კოტლინის კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google დეველოპერების კლუბი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო ანდროიდის 5-კვირიან პროგრამულ ონლაინკურსს. ყველა სასწავლო მასალა მოწოდებულია Google-გან. პირველი სესია გაიმართება 2020 წლის 12 დეკემბერს, 14:00 საათზე. ვისთვის არის ეს სასწავლო კურსი? კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შენიშვნა: კურსს არ აქვს წინაპირობა და მასში მონაწილეობა გამოცდილების არმქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ. რატომ უნდა ვისწავლო ანდროიდი? ანდროიდის […]

ინტერდისციპლინური სემინარების ციკლი: მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი

22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინტერდისციპლინური სემინარების ციკლის „ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში ჩატარდება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი სემინარი: „მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი“. სემინარის შესახებ მწვანე წყალბადის წარმოება და მოხმარება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ბოლო წლების პოპულარული გლობალური ტენდენციაა. წყალბადისგანახლებადი ენერგიის […]

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სემინარი პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების  აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის განაგრძობს სემინარების ციკლს, რომლის მორიგი სესიები გაიმართება 27-29 იანვარს, 20:00-22:00 საათზე. სემინარზე პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გაეცნობიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს . STEM-ის დარგებში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა)  კვლევისა […]

„სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება

8 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). მომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ […]