სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“. სემინარს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი, რომელიც სამსჯელოდ გამოიტანს ახალი ანალიზის შედეგებს, განიხილავს ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომლებიც […]

საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის

14 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი. დღის წესრიგი:  მისალმება −  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტების დეკანები ინფორმაცია სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ − განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები არგუსი და სასწავლო პროცესი პლაგიატი, ელექტრონული სწავლების პორტალი, საბიბლიოთეკო სერვისები ტრენერები: გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ირინა ბაზღაძე, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/9udxYkD65AQ3k5129

ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“

26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. კურსის მიზანია: გააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების […]

ასისტენტ-პროფესორ კიტ იანგის ონლაინსემინარი „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“

14 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მარიამის კოლეჯის (ირლანდია) ასისტენტ-პროფესორი კიტ იანგი გამართავს ონლაინსემინარს „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“. მომხსენებელი განიხილავს დიდი ენობრივი მოდელების ფუნქციონირებას, მათ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. ყურადღებას გაამახვილებს ტექნოლოგიების ეთიკურ, პედაგოგიურ და პრაქტიკულ გავლენებზე, ასევე მათ როლზე სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესში. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების […]

სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“

25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]

სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით  გაიმართება სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“. შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული დისკუსიის გაღრმავება ამ სფეროში მეტი მეთოდოლოგიური სიცხადის ჩამოსაყალიბებლად, ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად  და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული  უსაფრთხოების მიმდინარე […]

მკვლევარ გიორგი ხეოშვილის მოხსენება „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“

26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი ხეოშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რუსულ რელიგიურ მოდერნიზმში შემუშავებული სქესის თეორიათა ზოგიერთი იდეის რეცეფცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. მოხსენება ეხება გრიგოლ რობაქიძის (1880-1962), როგორც XX საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ კულტურაში მოდერნისტული მხატვრულ-ფილოსოფიური იდეების უმთავრესი გამავრცელებლის, შემოქმედებას. რობაქიძე მიზანმიმართულად ცდილობდა ევროპაში […]

ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“

28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ […]

პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“

23 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. […]

კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“. პროექტის მიზანია მათემატიკის აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო დისკუსიების წახალისება, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და დოქტორანტების გამოცდილების გაზიარება და მათი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. გაზაფხულის სემესტრში  გაიმართა არაერთი მოხსენება და სემინარი: 28 აპრილი – პროფესორ […]