პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“

29 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. პროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი […]

პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა

7 მაისს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 მაისი, […]

პანელური დისკუსია „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. ღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს, სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს […]

„გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, დაწერილი […]

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. მონაწილეობის მსურველებმა 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge გუნდის ექვსივე წევრის მონაცემები (სახელი, გვარი, მობილური ნომერი). დრო: 21 დეკემბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, […]

ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია, GREVIO-ს მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“

31 იანვარს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკების სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია, GREVIO-ის მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“. მას გაუძღვებიან ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები რინე ხერხეულიძე, გოგა ხატიაშვილი და ლიკა ჯალაღანია. ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას შშმ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული ძალადობის პრევენციის […]

საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები“

22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები, დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მექანიზმები“. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში იმართება. მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია, რაც ერთგვაროვანი დანაშაულების (ჩადენის დროის, ხერხის, დამნაშავის ასაკისა თუ სხვა გარემო […]

ნარკოტიკული დანაშაული და პრევენცია – შეხვედრა პროკურორებთან

19 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო ლექცია, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი ისაუბრებენ ნარკოტიკულ დანაშაულებათა შესახებ. პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2007 წლიდან ხორციელდება. ის არის ამერიკული მოდელი  (აქტიურად […]