„საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“ – დოქტორ თიმ ბუნიევაცის საჯარო ლექცია
14 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დოქტორი თიმ ბუნიევაცი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“. დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო […]