-
ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენება და შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საქართველოში
ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენება და შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საქართველოში
16 ოქტომბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კინოკლუბი ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. ფილმის ჩვენების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ კუბერნატთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სიტყვით გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საინფორმაციო ომსა და […]