15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი წაიკითხავს ინტერაქტიულ საჯარო ლექციას „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“. გამოცდები სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. აკადემიური მოთხოვნების ზრდასთან ერთად სტუდენტები ხშირად ემოციურად იღლებიან, უჭირთ კონცენტრაცია, უწევთ მუდმივ თვითკრიტიკასა და ძლიერ სტრესთან გამკლავება, რის […]