16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან […]