26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის, დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გურამ ბაღდოშვილი - რესტორატორი და ბრენდშეფი, ტელესახე რესტორნისა „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“; ლევან […]
26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში, მსოფლიო გამოცდილება, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათი გამოყენებით მოქალაქეებმა, ქვეყანამ და ჩვენმა […]