30 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია. ფიზფესტი 2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება როგორც სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია ფიზიკით დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, „მომავალი ფიზიკოსების“, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია. სამუშაო […]