15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა გრავიტაციული ტალღები საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ ადრეული სამყაროს ისეთ მაღალ ენერგიებზე, რომელთა მიღწევა დედამიწის პირობებში შეუძლებელია (რამდენიმე თანრიგით აღემატება დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე CERN მიღწეულ ენერგიებს), დროის იმ პერიოდში, როდესაც სამყაროს შესწავლა შეუძლებელია ელექტრომაგნიტური […]
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს და გააცნობენ ინფორმაციას დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიებისა (ეკოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და სხვ.) და დასაქმების შესახებ. შეხვედრას დაესწრება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე მაია […]