28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ''InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში'' ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია მედიცინის, ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული […]