7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი - „რატომ არის მნიშვნელოვანი: […]
8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა. მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), […]