15-დან 18 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის გაიმართება ასტროფიზიკის პირველი პრაქტიკული ვორკშოპი „ასტროლაბი". ვორკშოპის მიზანია ასტროფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 4 დღის განმავლობაში შეუქმნას შესაბამისი კვლევითი გარემო, სადაც ისინი არა მარტო მოისმენენ გამორჩეულ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ლექციებს, არამედ მათი დახმარებით თავად დაამუშავებენ კოსმოსურ წყაროებზე დაკვირვებებს და შეძლებენ მათ ვიზუალიზაციას. მსგავს ინტერაქტიულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეცნიერებთან […]
14 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები - კოგნინის, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ ("Molecular mechanisms of visual imprinting […]
18 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს ჯანმრთელობის კურსის მოწვეული ლექტორი დალი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა". შეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთობის შესახებ. ლექციაზე განხილული იქნება, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – ჰაერის დაბინძურება, […]