შეხვედრა სტუდენტებთან დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ

18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს და  გააცნობენ ინფორმაციას დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიებისა (ეკოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და სხვ.) და დასაქმების შესახებ. შეხვედრას დაესწრება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე მაია […]

„BRAIN AND NEUROPLASTICITY” – ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა I საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ნეირომეცნიერებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს 21-23 ოქტომბერს იწვევს თბილისში პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მონაწილეები ჩაერთვებიან მოტივაციურ დისკუსიებში, წარადგენენ საკუთარ მონაცემებს და განიხილავენ ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროს განსაკუთრებით ინოვაციურ იდეებს, კონფერენციის თავისუფალი ატმოსფერო მონაწილეებს ხელს […]

„კიბოს კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ზეგავლენის შესწავლა პოპულაციის ქცევაზე საქართველოში“ – მარინა თოფურიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დოქტორანტი მარინა თოფურიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „კიბოს კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ზეგავლენის შესწავლა პოპულაციის ქცევაზე საქართველოში“ ("Study of Cancer Control and Related Policies and Their Impact on Population Behaviour in Georgia"). სადისერტაციო კვლევის მიზანია […]

დოქტორანტ ბაჩანა ბერაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფიზიკა და ასტრონომია“ დოქტორანტი ბაჩანა ბერაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს  „ხელოვნური მაგნიტური ველის ზეგავლენა კვაზი-ერთ-განზომილებიან ელექტრონულ და სპინურ სისტემებში“ ("Effects of synthetic gauge fields on quasi-1D electronic and spin systems"). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ჯაფარიძე და ალექსანდრე […]

მომავალ ფიზიკოსთა X ფესტივალის ფინალური კონფერენცია

30 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია. ფიზფესტი 2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება როგორც სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია ფიზიკით დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, „მომავალი ფიზიკოსების“, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია. სამუშაო […]

დოქტორანტ ელისაბედ კვერღელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

დოქტორანტ კახა ქარჩხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს  სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

პროფესორ ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“

28 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს ლექციას „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“. მომხსენებელი ისაუბრებს შოკოლადის ისტორიაზე, ქიმიაზე, საკვებ ღირებულებაზე, შაქართან მის მიმართებაზე და შოკოლადის ქიმიურ ექსპერიმენტებზე. ლექცია  დააინტერესებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვ. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე 22 თებერვლის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია. პირველ 100 დარეგისტრირებულ პირს […]

სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“

27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა. ღონისძიების მიზანია  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. […]

პროფესორ მორგან ბომზელის საჯარო ლექცია „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“

21 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოჩინის ინსტიტუტის (პარიზი, საფრანგეთი) HIV-ის ლორწოვან გარსში შესვლისა და მუკოზური იმუნიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მორგან ბომზელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“. ლექცია მიეძღვნება პოსტპანდემიური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას − გრძელვადიანი COVID-ის (Long COVID) ფენომენს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულია, SARS-CoV-2-ის გავრცელება გრძელდება და ვირუსის […]