დოქტორანტ ვასილ მეტრეველის სადოქტორო ნაშრომის „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“ დაცვა

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ვასილ მეტრეველი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი; გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლგერ კრეფტი. […]

პროფესორ ბესიკ კანკიას საჯარო ლექციები თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“

5-6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“. მომხსენებელი განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის, შენონის, არხს, ისაუბრებს ამ ინფორმაციის გადამამუშავებელ მანქანებზე, ასევე სიცოცხლის პირველი […]

დოქტორ რონ ჰარისონის საჯარო ლექცია „მწერები ურბანულ გარემოში“

2 დეკემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი, სერტიფიცირებული ენტომოლოგი, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. რონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური […]

დოქტორანტ დალი კეკელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 5 […]

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური […]

პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის კვლევის პრეზენტაცია მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის შესახებ

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი გამართავს მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის პრეზენტაციას. თეორიის ავტორი თავად არის ამერიკელ კოლეგებთან ერთად. პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედებით. კვლევის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები ხსნის როგორც მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს, ასევე […]

დოქტორ ალბერტო როპერ პოლის საჯარო მოხსენება სამყაროს საწყისი მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები კვლევების მიმოხილვა

18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ. დოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ […]

მკვლევარ სალომე მჭედლიძის საჯარო ლექცია „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ბოლონიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სალომე მჭედლიძე წაიკითხავს ლექციას „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“. მომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკებში, გალაქტიკურ გროვებსა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მაგნიტურ ველებზე დაკვირვების შესახებ. არსებობს თუ არა მაგნიტური ველები კოსმოსურ სიცარიელეებში და თუ არსებობს, საიდან წარმოიქმნება. […]

დოქტორანტ ირაკლი ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ირაკლი ფიფია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „Comparative Analysis of Treatment Methods for Incisional Ventral Hernias“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ივანე აბიათარი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 19 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის […]

დოქტორანტ ნიკა პაპოშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

23 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნიკა პაპოშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “Phylogeography and Conservation of the Caucasian Population of Velvet Scoter (Melanitta fusca)”. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 23 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]