11 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. უილიამ ჯეიმსის მიხედვით, რწმენის შეძენა ზოგჯერ აუცილებელი წინაპირობაა ამ რწმენის სასარგებლო მტკიცებულების მოპოვებისთვის. მსგავსი რწმენების მთავარი მაგალითებია რელიგიური და მორალური რწმენა. მომხსენებელი ჯეიმსის პოზიციას საფუძველსა და მტკიცებულებას შორის […]