7 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. პოლარიზაცია, ფართო გაგებით, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ, მაგალითად, ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის […]
8 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე. შეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ […]