22, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალის Philosophy, Theory, and Practice in Biology რედაქტორი, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. ლექციების თემები: საფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია; ბუნებრივი გადარჩევა, შეგუებულობა (fitness) […]
25 აპრილს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. საქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს, ცალმხრივი ძალაუფლებრივი […]
26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft, Geschichte, Gegenwart und Literatur). პროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები […]