BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250422T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250422T190000
DTSTAMP:20260418T132619
CREATED:20250415T122153Z
LAST-MODIFIED:20250417T130236Z
UID:10005709-1745344800-1745348400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
DESCRIPTION:22\, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი\, ჟურნალის Philosophy\, Theory\, and Practice in Biology რედაქტორი\, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. \nლექციების თემები: \n\nსაფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური\, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;\nბუნებრივი გადარჩევა\, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;\nგანვითარების ბიოლოგია\, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.\n\nკურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nრეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ. \nრეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22\, 24\, 25 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-course/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axaliii.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260418T132619
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250426T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250426T180000
DTSTAMP:20260418T132619
CREATED:20250417T081032Z
LAST-MODIFIED:20250417T081032Z
UID:10005710-1745683200-1745690400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანკ თომას გრუბის სემინარი „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“
DESCRIPTION:26 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება\, ისტორია\, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft\, Geschichte\, Gegenwart und Literatur). \nპროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა\, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ასევე ინტერ- და ტრანსკულტურულ საკითხებს\, ხოლო მისი ნაშრომები დაკავშირებულია ავტობიოგრაფიულ მწერლობასთან\, ლიტერატურულ ლიმინალურობასთან\, ლიტერატურის შექმნასა და რეცეფციასთან\, სამოგზაურო ლიტერატურასთან\, ლიტერატურის თეორიასა და გერმანისტიკის\, როგორც დარგის\, განვითარებასთან უცხოეთში. \n2003 წელს მან ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გარდატეხა“ და „ერთიანობა“ გერმანულენოვან ლიტერატურაში. 2020 წელს გამოიცა მისი მეორე მონოგრაფია Traumreisen in Märchenländer? Studien zur Reiseliteratur aus der DDR Richtung “Westen“. \nფრანკ თომას გრუბი იყო გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ჯერ გოტებორგის\, შემდეგ – უფსალის უნივერსიტეტში. ამჟამად ხელმძღვანელობს უფსალის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ინსტიტუტს.  ქსელის Landeskunde Nord დამაარსებელი და არაერთი ანთოლოგიის (მათ შორის Northern European Studies in Literature\, Language and Culture) რედაქტორია. ასევე აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ. \nვრცლად მომხსენებლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uu.se/en/contact-and-organisation/staff?query=N14-498. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 26 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-04-2025-seminar/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1-metsn-spikeriani.png
END:VEVENT
END:VCALENDAR