15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. მომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა, რომელიც […]
16 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია. წიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა. წიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი […]