24 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები […]
28 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის კლასიკოსი, პროფესორი პოლ სალკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თანამედროვე კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის აქტუალური საკითხების შესახებ. პროფესორი პოლ სალკოვსკი ხელმძღვანელობს ოქსფორდის კლინიკური ფსიქოლოგიის კურსს, ასევე ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს. არის ბრიტანული კოგნიტურ-ბიჰევიორალური ჟურნალის “Behavioural and Cognitive Psychotherapy“ რედაქტორი. https://oxicptr.web.ox.ac.uk/people/professor-paul-salkovskis შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო […]