20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. მონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან. ნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების, მეხსიერების, […]