24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის, რაფაელ როგინსკის კონცერტი. კონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, A კორპუსი (ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.
26 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გამართავს ღონისძიებას "Aprile-il mese dell’amore’’ („აპრილი - სიყვარულის თვე“). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები, რომლებიც წაიკითხავენ ცნობილი იტალიელი პოეტების (ჯაკომო ლეოპარდის, დანტე ალიგიერის) ლექსებსა და პოემების ნაწყვეტებს სიყვარულზე, იტალიური პოეზიის ნაწილის პარალელურად – ქართველ პოეტთა ციტატებს სიყვარულზე (ასევე ცნობილ […]
27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ''Iviron and its Artistic Legacy''. მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში ათონსა და […]