27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, […]
29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი. ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. […]