20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“. ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში […]
19 მარტს, 09:30 საათზე, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. კონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას, რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. კონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება […]