ვორკშოპი კარატეს შესახებ

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით  შოტოკანკარატეს მე-6 დანის მფლობელი სეიჯი ჰაიაში გამართავს იაპონური საბრძოლო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ვორკშოპს. კარატეს შესახებ ლექციის შემდეგ დამსწრენი თავადაც ჩაერთვებიან მცირე ვარჯიშში. სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური დრო: 19 ნოემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფთან

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მუსიკის პედაგოგიკის მიმართულების ინიციატივით მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი დავით ზათიაშვილი ონლაინ გამართავს შეხვედრას, რომელსაც გაუძღვება ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის საგნის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი. საუბარი შეეხება საჯარო სკოლაში მუსიკის სწავლების პრინციპებსა და ახალ გამოწვევებს. ფორმატი: ონლაინ ZOOM https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88018183373?pwd=qHWTCbXbrjnZbS4br0HlsgDnuyJHDX.1 Meeting ID: 880 1818 […]

საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიხსნება გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“, მიძღვნილი აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადებიდან 120-ე წლისთავისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიმართება 20 და 21 დეკემბერს. 21 დეკემბერს ასევე ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ […]

დოქტორანტ ქეთევან კობაიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი ქეთევან კობაიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სამოქალაქო ჩართულობის პიროვნული და სიტუაციური პრედიქტორები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი  – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი დრო: 16 იანვარი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 დასწრება თავისუფალია.

მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“

23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. მომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს […]

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“

30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]

AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა

30 იანვარს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. სტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც […]

დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

31 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, […]

დოქტორანტ ნინო გალდავაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ნინო გალდავაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოძრაობის კონცეპტი როგორც „საპყრობილედ“ გააზრებული სახელმწიფოს დაძლევის საშუალება მე-სთვის ჭოლა ლომთათიძის, ნიკოლო მიწიშვილისა და კარლო კაჭარავას ტექსტების მაგალითზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ნინო ფირცხალავა სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 თებერვალი, 15:00 […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 24-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

18 თებერვალს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 უდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 24-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. დრო: 18 თებერვალი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია (დარბაზი), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.