„ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო, მისი ისტორია და კულტურა“ – პროფესორ ტატიანა დენისოვას ლექცია

15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო, მისი ისტორია და კულტურა“. ანოტაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მალაური სამყაროს ჩათვლით, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი […]

„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა […]

პროფესორ ირინა ლობჟანიძის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პარაკლიტონის“ პრეზენტაცია (იხ., http://manuscript.iliauni.edu.ge/). ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერი, […]

კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „უდიები – ეთნოგრაფიული ჩანაწერები: XIX, XX და XXI საუკუნეები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს უდიების, კავკასიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხის, შესახებ ბოლო სამ საუკუნეში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს. წიგნი იწყება უდი განმანათლებლის, მიხეილ ბეჟანოვის მე-19 საუკუნის ჩანაწერებით  სოფ. ვართაშენისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. იგი აღწერს ერთი მეტად საინტერესო […]

პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“

21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბერძნული მითები და დროის დასაწყისი: ჰესიოდეს კრონოსი და დროის ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ჰესიოდეს მითებში დროის წარმოშობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ პრობლემატიკას. ჰესიოდე დროითი ცვლილების, თვეების, სეზონებისა და წლების წარმოქმნას უკავშირებს კრონოსის მიერ მამამისზე, ურანოსზე, განხორციელებულ ძალადობის აქტს, […]

პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექცია „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“

23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „დროის დასაწყისი და სამართლიანობა ბერძნულ მითებში: ჰესიოდეს ღმერთები, რომლებიც შურისძიებას ესწრაფვიან“. მომხსენებელი შეეხება ჰესიოდეს მიერ აღწერილი კრონოსისა და პრომეთეს (კავკასიურ ტრადიციაში − ამირანის) მითების საფუძველზე სამართლიანობის იდეის საწყისს ბერძნულ მითოლოგიაში და ეცდება უპასუხოს ფილოსოფიურ, მორალურ […]

სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში – საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება

24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში, საერთაშორისო სადოქტორო სეზონური სკოლის 2024 წლის გამოშვების შემაჯამებელი ღონისძიება. კონფერენციის თემებია: დემოკრატიის თეორია, ცხოველებთან მოპყრობის ეთიკა, ზიანის პრინციპის ადგილი ნორმატიულ თეორიაში, ექსპერიმენტული მეთოდები მორალის ფილოსოფიაში. მომხსენებლები იქნებიან ილიაუნის ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 ოქტომბერი, […]

სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“

31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“. კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. კონფერენციის თემები: ქართველური ენების ფონოლოგია, მორფოსინტაქსი და სემანტიკა; ქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება; ქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები; ქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია; […]

ვორკშოპი და კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“

10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი. 11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ, სონორულ შესაძლებლობებს. 18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“. შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად […]

გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის […]