რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია

22 ივლისს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ფარგლებში გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია. ჟურნალს წარადგენს და განხილვას გაუძღვება გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე. ჟურნალის წარდგენისა და განხილვის ორგანიზატორია ლიტერატურული კლუბი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო […]

„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი

12-13 სექტემბერს, 9:00 საათზე, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. სემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. […]

წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures – საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია

20 სექტემბერს, 15:00 საათზე (პარიზის დროით), ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ''La Géorgie à la croisée des cultures''  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების […]

ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება". მას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის […]

წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის […]

„ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ – წიგნის პრეზენტაცია

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით.  კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით,  ქართული იდენტობისა […]

დოქტორანტ ლიანა კუპრეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ სამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი თანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დრო: 8 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. […]

„ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“. ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. […]

შეხვედრა დიდიე ტღებიუკთან, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში

10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს  საქართველოში გაეროს საქმიანობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. მომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს, […]

პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის ახალი თარგმანების პრეზენტაცია ილიაუნიში

10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. ჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე, ნინო ტიკარაძე […]