„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”

17 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. მომხსენებლები: […]

„შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის” – პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექცია

26 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ვლადიმირ ბენკო სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისათვის წაიკითხავს ლექციას „შედარებითი ვებკორპუსები უცხო ენების სწავლებისა და შედარებითი კვლევებისათვის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 26 ივნისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 დასწრება თავისუფალია.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

27-28 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია – რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე, კონფერენცია – 15:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

დოქტორანტ ლილი გლურჯიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

10 ივლისს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლილი გლურჯიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 10 […]

„სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ – შეხვედრა შშმ პირთა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან

12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა შშმ პირების დამსაქმებელ ორგანიზაციებთან პროექტის #CIF -2023-04: „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე მოწვეულია სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა შშმ პირების დასაქმების ინოვაციურ მოდელს, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული […]

დოქტორანტ მაია დამენიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

12 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ დოქტორანტი მაია დამენია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს კათოლიკური მისიების პროსოპოგრაფიული ბაზა (საისტორიო მეხსიერების რევიზია XVII-XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით)“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი დრო: 12 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

15 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. გუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 15 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. დასწრება თავისუფალია.

დოქტორანტ სოფიკო კოტრიკაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი სოფიკო კოტრიკაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ტრადიცია და სიახლე ქართულ საავტორო სიმღერებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – თამაზ გაბისონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2024

კახა ლომაიას კრებულის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია

16 ივლისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. ავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე, ინტერვიუები და ჩანაწერები. კრებულის დანართში […]

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა – ღია კარის დღე

18 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია კარის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შესახებ. შეხვედრას გაუძღვებიან ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პროფესორები : ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე. მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება-სწავლების, დასაქმების შესაძლებლობებისა და სფეროების შესახებ, […]