ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორის თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები
19 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. იგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ, კერძოდ, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. ასისტენტ-პროფესორი თამაზ […]