საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“

18-19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“. აკადემიური ღონისძიება გააერთიანებს მსოფლიოს ათი ქვეყნის ოცამდე მეცნიერს, რომლებიც განიხილავენ ქრისტიანული რელიკვიებისა და მათი თაყვანისცემის კულტურულ განზომილებას პრემოდერნულ საზოგადოებებში. კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა აბსტრაქტები https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90275.pdf სამუშაო ენა: ინგლისური […]

პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“

20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“. მომხსენებელი განიხილავს ფრიდრიხ კარლ ანდრეასის ინტელექტუალურ კარიერას, ასევე პირველი მსოფლიო ომის ტყვეების საკითხს. ფრიდრიხ კარლ ანდრეასმა დაიწყო პირველად გიოტინგენში (გერმანიაში) ირანული სამყაროს მეცნიერული კვლევა. […]

ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა. წიგნი ციკლის მეორე გამოცემაა, რომელშიც ბებია და შვილიშვილი სახალისოდ საუბრობენ ლექსიკოლოგიის საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: იდიომები, ომონიმები და ომოფონები, პოლისემია და სინონიმია, ოქსიმორონი, სპუნერიზმი და სხვ. გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ინგლისური მაგალითები, სხვადასხვა იდიომის ეტიმოლოგიური განმარტებები. წარდგენას მოდერაციას გაუწევს თინათინ […]

ტარას ფედირკოს ონლაინლექცია „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“. დრონები, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ […]

ედით სეპის საჯარო ლექცია „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“

7 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“. ედით სეპი  ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე, გაიხსენებს  ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. ედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად, […]

წიგნის „ომი, ომამდე, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია

8 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი, ომამდე, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია. კრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ. წიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების […]

საერთაშორისო ვორკშოპი „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. ვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა. ​​ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული, ლიტერატურული, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში […]

ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“. ვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან […]

ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია

18 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. პრეზენტაცია გაიმართება ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტის „ილიას ხუთშაბათობა“ ფარგლებში. წიგნის შესახებ ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების –  […]

კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და  საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა. კვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე, რიტუალზე, ერთი შეხედვით, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია  ისეთი გარემოებების აღმოჩენა, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას, რომელშიც ელიტის, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა […]