ჰარუტიუნ ხუდანიანის საჯარო მოხსენება „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“. მომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ.  თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული, უწყვეტი ხაზისა, […]

დოქტორანტ რიკი ბრაუნის ონლაინლექცია „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“

7 ოქტომბერს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“. ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები, მაგალითად ბიტკოინი, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები), სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და […]

მელინე არაკელიანის საჯარო ლექცია „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 9 ოქტომბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2025

პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ მალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების […]

დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“

14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, […]

დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“

14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, […]

პრეზენტაცია „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“ − დულაბის ქართველების ისტორია

15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ცირა კემულარია (ლონდონი) და ლელა კემულარია (ფოთი) თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალული მიხეილ ქორქიასა და გენერალ ვასილ კარგარეთელის შთამომავლები,  გამართავენ საარქივო მასალების პრეზენტაციას „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“. მიხეილ ქორქიასა და ვასილ კარგარეთელის შვილიშვილები, თანაზ ამელი (აშშ) და დავით ქორქია […]

გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში  გაიმართება 2024 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. კონკურსის ორგანიზებას ყოველწლიურად ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული […]

ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა

16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“,  პ. […]

პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“. მომხსენებელი ისაუბრებს სალიჰოტრას თარგმანებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას  გაამახვილებს ტექსტის ვარიანტებზე და შეეცდება წყაროების იდენტიფიცირებას, რომლებიც, მისი აზრით, ორიგინალის […]