თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თეოლოგიურ- საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემა ქრისტიანობა და ეკლესიის სოციალური პასუხიმგებლობის თეოლოგიაა. ჟურნალს წარადგენენ გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გრძელიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა მინდიაშვილი. პრეზენტაციაზე მოსული მკითხველი უფასოდ მიიღებს ჟურნალს. სამუშაო ენა: ქართული დრო: 24 დეკემბერი, 19:00 […]

მკვლევარ მოჰამად გოლშანის საჯარო ლექცია „იუდევლურ-სპარსული, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა, ირანის ისტორიაში“

25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მკვლევარი მოჰამად გოლშანი წაიკითხავს ლექციას „იუდევლურ-სპარსული, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა, ირანის ისტორიაში“. იუდევლურ-სპარსულად ხელმეორედ ჩაწერილი სამედიცინო ტექსტები იმ წყაროთა შორისაა, რომელთაც დღემდე სათანადო სამეცნიერო ყურადღება არ დათმობია. იუდევლურ-სპარსული ხელნაწერების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომლებიც წარმოადგენს შუა საუკუნეების სპარსული სამედიცინო […]

მეგრული ენის კორპუსის პრეზენტაცია

20 იანვარს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს მეგრული ენის კორპუსს (MLC). მეგრული ენის კორპუსი (https://xmf.iliauni.edu.ge/) ტექსტების, აუდიო და ვიდეომასალის მულტიფუნქციური ციფრული რესურსია, რომლის მიზანია ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, ენობრივი მონაცემების სისტემატიზაცია და ტექსტებში ასახული კულტურული და სოციალური კონტექსტების სიღრმისეული შესწავლა. ღონისძიების […]

დოქტორანტ მაკა ლორთქიფანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

21 იანვარს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი მაკა ლორთქიფანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მსხვერპლი, როგორც პიროვნება და სოციალური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ (The victim as a personality and social support against domestic violence). სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამუშაო […]

წიგნის „ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია“ პრეზენტაცია

21 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის თამარ მახარობლიძის წიგნის „ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია“ პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. სამუშაო ენა: ქართული დრო: 21 იანვარი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 დასწრება თავისუფალია. 2026

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული გაიმართება

26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე  […]

დოქტორანტ ეკატერინე ნანიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

30 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ეკატერინე ნანიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ (Argument Structure in Georgian Sign Language (GESL)). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 30 იანვარი, […]

დოქტორანტ ესმა ბერიკიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “The City of Eternal Promises – The Affect of Lost Infrastructure and Informal Maritime Economic Practices in the Port City of Poti, Georgia”. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ დარჩიაშვილი თანახელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე გავაშელიშვილი […]

დოქტორანტ თინათინ ხაჩიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თინათინ ხაჩიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ლიბერალური ნეიტრალობის პრინციპი – სამართლებრივი და ფილოსოფიური ანალიზი“ (Liberale Neutralität – eine juristische und philosophische Analyse). […]

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

4 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე მოხსენებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. კონფერენციის სექციები: სოციალურ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო […]