ADS Georgia 2020 – Leavingstone

ADS Georgia 2020-ის ბოლო მონაწილე იქნება კრეატიული სააგენტო Leavingstone.  Leavingstone ბაზარზე გამოჩნდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზემეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება, მათ შორისაა: Cannes Lions, Eurobest, London international awards და სხვ. ლივინგსტონი ერთ-ერთი იმ სააგენტოთაგანია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სარეკლამო რუკაზე მონიშნა. აღსანიშნავია, რომ ჯილდოებს Leavingstone-მა საერთაშორისო სარეკლამოფესტივალის White Square 2020-ის ჯილდოებიც შემატა: ერთი […]

აკადემიური დისკუსია „აგვისტოს ომის გაკვეთილები“

2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ რუსეთ-საქართველოს ომის თორმეტი წლისთავთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ აკადემიურ დისკუსიას „აგვისტოს ომის გაკვეთილები“. დისკუსია წარიმართება ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით. მასში მონაწილეობას მიიღებენ: როი ალისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ავტორი სტატიებისა „რუსეთის აღმასვლა? მოსკოვის მიერ განხორციელებული „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების“ კამპანია“ და „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი, ნორმები […]

ADS Georgia 2020 – Advertising is dead – Folker Wrage

ADS Georgia 2020-ის დასასრულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage ორ შეხვედრას გამართავს. N1 თემა: Advertising is dead Folker Wrage, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი, 25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas. მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის […]

ADS Georgia 2020 – Advertising is ALIVE – Folker Wrage

ADS Georgia 2020-is ფარგლებში 13 ივლისს, 16:00 საათზე, Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage მეორე შეხვედრას გამართავს. N2 თემა: Advertising is ALIVE “So - are agencies really dying? Or are they simply just changing? Does it still make sense to start a career in advertising? Based on what we learned in the first session, we […]

LIVE-შეხვედრების სერია: The Great Game კავკასიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მეშვიდე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ასტამაძე. თემა: The Great Game კავკასიაში. გერმანიის კავკასიური მისია გეოპოლიტიკურ კონტექსტში ლექციის შესახებ 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა ძირეულად შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში. ამასთან შეიცვალა ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის მხარეებს შორის აღმოსავლეთის ფრონტებზე – რუსეთის ყოფილ დასავლეთისა და […]

Live-შეხვედრების სერია: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მერვე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დიმიტრი სილაქაძე. თემა: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში ლექციის შესახებ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები გააუქმა და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა. ამ პროცესს მაშინვე არ მოჰყოლია იმპერიაში არსებულ სარეკუტო სისტემაში […]

Live-საინფორმაციო შეხვედრა ტექნოლოგიის სკოლის პირველკურსელებთან

24 სექტემბერს, ხუთშაბათს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ახალწვეულებთან გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად შეხვდეთ, გაიცნოთ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვათ ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს. პროგრამების წარდგენის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. გიზიარებთ შეხვედრის ბმულს: https://meet.google.com/yhw-kszx-ojv 2020 წელი

NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება […]

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის2020 გამარჯვებული გუნდები საქართველოს გლობალურ ჰაკათონზე წარადგენენ

4 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი გაიმართა. კონკურსზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა – პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა, Fire Detector-მა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი – კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა,The2Degrees-მა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს ყოველწლიურ გლობალურ ჰაკათონ NASA Space Apps Challenge-ზე წარადგენენ. გამარჯვებული გუნდების შესახებ I ადგილი გუნდის წევრები: NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პირველი […]

გრაფიკული დიზაინის კურსი სტუდენტებისთვის

21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შინიდან გაუსვლელად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 1-ლი ნოემბრიდან ფაბლაბ ილიაუნი სტუდენტებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგკურსს, რომელიც […]