USAID/საქართველოსა და ილიაუნის ერთობლივი კემპუს ლექცია: Conversation with Pollsters

21 დეკემბერს USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კემპუს ლექცია „Campus Discussion: Conversation with Pollsters“. ლექცია  სტუდენტებს საშუალებას აძლევს , შეხვდნენ საერთაშორისო მკვლევრებსა და საქართველოში მოქმედ წამყვან კვლევით ორგანიზაციებს და მათთან განიხილონ წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მეთოდოლოგიური და ეთიკური სტანდარტები. ლექციაში მონაწილეობას მიიღებენ  ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სოციალური კვლევისა […]

პროფესორ ირინა ლობჟანიძის მოხსენება: „ძველი და საშუალი ქართული ენის სასრული პოზიციის მორფოსინტაქსური ანალიზატორისა და ტოკენიზატორის კვლევითი პრობლემატიკა“

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა ლობჟანიძე წარადგენს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (DP 2016_23) შექმნილ ციფრულ ინსტრუმენტს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ძველი და საშუალი ქართული ენის სასრული პოზიციის მორფოსინტაქსური ანალიზატორისა და ტოკენიზატორის კვლევითი პრობლემატიკა. შეხვედრა ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე. დასწრება თავისუფალია. იხ. ბმული: https://us02web.zoom.us/j/82051537428?pwd=M0libS92VlpPbyt3VmZiTWlveUN0Zz09 2020 წელი

Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აბიტურიერიენტებისთვის პირველ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. „რა არის სამოქალაქო ინჟინერია? ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, სამოქალაქო ინჟინერიაა: გზები, აეროპორტები, პორტები, შენობა-ნაგებობები. სამოქალაქო ინჟინერია სოლიდური პროფესიაა, პროფესია, რომლის ათვისების შემდეგ ყოველთვის შეძლებთ დასაქმებას“ – მაიკლ სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვნელი ვის შეხვდები Live-საინფორმაციო შეხვედრაზე? შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, […]

შეხვედრა NAPR-ის წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS

29 დეკემბერს, 11:00 საათზე, Booster Talks-ის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლია კვირჭიშვილი. BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. მომხსენებელი განიხილავს NAPR-ის აქტიურ ვაკანსიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს ილიაუნის სტუდენტებისთვის: ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური […]

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები

23 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა საბაკალავრო პროგრამების შესახებ პირველ ღია კარის დღეს გამართავს. საინფორმაციო შეხვედრის პირველ ნაწილში მოისმენთ ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების მიმოხილვას და  შეიტყობთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სკოლა გთავაზობთ; გაეცნობით ინფორმაციას მომავალი პროფესიების შესახებ და გაიგებთ მეტს სასწავლო გარემოსა და სწავლების მეთოდებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და თქვენთვის […]

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა იანვარსა და თებერვაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს დისტანციურ ფორმატში გთავაზობთ 8-კვირიან საორიენტაციო პროგრამას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა: დაესწროთ ტექნოლოგიის სკოლის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს –გაიცნოთ მომავალი ლექტორები და პროფესორები, საუნივერსიტეტო რესურსები და ლაბორატორიები, სწავლების მეთოდოლოგია, პროგრამების სტრუქტურა და პრაქტიკული კომპონენტები; შეხვდეთ პროგრამების პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს; გაეცნოთ დასაქმების შესაძლებლობებს; მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო […]

სანდრო ასათიანის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია

25 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში პირველ ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. ლექციის თემა: ჩეთბოტების შექმნის ისტორია მომხსენებელი განიხილავს ჩეთბოტების გზას მათი დაარსებიდან დღემდე. როგორი იყო ჩეთბოტის შექმნის პირველი მცდელობა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს „მოსაუბრე მანქანაზე” მუშაობა, რა დანიშნულებით იყენებდნენ […]

ვებინარები ადრეულ განათლებაზე – ადრეული განათლების კურიკულუმისა და მშობლების წიგნის პრეზენტაცია

28 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ პირველი შეხვედრა. შეხვედრის მიზანია 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ორგანიზებით შემუშავებული წიგნების პრეზენტაცია. წიგნებზე მუშაობდნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განათლების სპეციალისტები. შეხვედრის მონაწილეები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი განათლების […]

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის შესახებ

30 იანვარს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ. მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, […]

მარიამ გოჩიაშვილის ღია ლექცია: როგორ იქმნება ჩათბოტი?

1-ლ თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას ჩაატარებს ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორი, ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი. ლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი? მომხსენებელი ისაუბრებს ნარატივდიზაინზე, როგორც უახლეს პროფესიაზე, საიდან მომდინარეობს, რა კავშირები აქვს სხვა სპეციალობებთან, რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს ნარატივდიზაინერი, რა პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას და […]