ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში

13 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სემინარი „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში“. მოხსენებას წაიკითხავს ERASMUS+ პროგრამით მოწვეული სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული ბაზრები და მომსახურება" დირექტორი ათანას გეორგიევი. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ენერგეტიკული გეოპოლიტიკა და […]

საჯარო ლექცია „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“

13 ივნისს, 17:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ერიკ ბორგი, პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო ლექციას „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“. თემის მოკლე მიმოხილვა მომხსენებელი განიხილავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბიზნესაქტივობებსა და მათ ახალ შესაძლებლობებს გლობალურ ბაზარზე. მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის პროცესში გადიოდა ეტაპებს, რომლებიც დაკავშირებული იყო არაერთ კრიტიკულ მოვლენასთან. კომუნიზმის დამარცხებამ და მსოფლიო […]

მარიამ მანჯიკაშვილისა და მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო ნაშრომების დაცვა

19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის სადოქტორო პროგრამის მათემატიკის დოქტორანტები მარიამ მანჯიკაშვილი და მარიამ მიქელაშვილი დაიცავენ სადისერტაციო ნაშრომებს. მარიამ მანჯიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ორწერტილოვანი ამოცანები მაღალი რიგის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – სულხან მუხიგულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მიქელაშვილის სადისერტაციო […]

სამაგიდო თამაშების საღამო ილიაუნის სტუდენტებისთვის – Board Game Night for Iliauni students

For English scroll down ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით 14 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო – Board Game Night. თუ ხარ ილიაუნის სტუდენტი და გსურს, მხიარულად გაატარო ზაფხულის საღამო მეგობრებთან ერთად, ითამაშო სამაგიდო თამაშები და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ Board Game Night შენთვისაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო […]

პროცესების ავტომატიზაცია Python – ის გამოყენებით

15 ივნისს კომპანია ExactPro ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და DevOps Georgia-ის ორგანიზებით გამართავს შეხვედრას IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. Meetup-ის მხარდამჭერია GeoSTQB, საერთაშორისო ტესტირების სასერტიფიკაციო ორგანიზაციის ISTQB-ის წარმომადგენელი საქართველოში. თემა: პროცესების ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით მომხსენებლები განიხილავენ DevOps-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ავტომატიზაციის მიმდინარე ტენდენციებს. Მომხსენებლები: ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი, DevOps […]

ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“

16 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 401 აუდიტორიაში დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“ თემის მოკლე მიმოხილვა რას გულისხმობს ბუნდოვანი ტერმინი „კარგი არქიტექტურა” და ბაზარზე არის თუ არა მასზე მოთხოვნა? აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი შეეცდება, პარალელი გაავლოს, ზოგადად, არქიტექტურასა და იმ კომენტარებსა და […]

წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოსწავლეები წარადგენენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს. წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში […]

FrontSpot MeetUp

20 ივნისს FrontSpot Georgia-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. სპიკერების შესახებ: ისკანდერ შარიპოვი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თემა – JS necromancy: re-animating dead images using shaders პრეზენტაციის შინაარსი: სპიკერი განიხილავს ფრაგმენტების ჩრდილებს, რას აკეთებს და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. თქვენ შექმნით სხვადასხვა ეფექტს ჩრდილებისა და WebGL-ის […]

შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან, ჯილ მარი ჰრუბთან

23 ივნისს, 16:30 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეირაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერასა და საქმიანობაზე. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. […]

აშშ-ის საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. გამოფენის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 21:00 საათი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით […]