ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე

2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.  გაიგე, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე. Phubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 […]

„პოლონეთი – წარმატების გასაღები” – შეხვედრა პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზ

15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. შეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში […]

„სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში“- მანანა ჯავახიშვილის საჯარო მოხსენება

15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“. მოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის, ჰაიტონის, რუბრუკის, ბენედიქტ პოლონელის, მარკო პოლოს, ჯონ მანდევილის, პლანო კარპინის, […]

დოქტორანტ ალექსანდრე გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

22 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის კულტურის კვლევები დოქტორანტი ალექსანდრე გაბელია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 22 იანვარი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”

სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა, რომელიც 22 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში […]

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

17 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის საკლავიშო ხელოვნების მიმართულების სტუდენტები გამართავენ საანგარიშო კონცერტს. იოჰან სებასტიან ბახის, რობერტ შუმანის, ფრანც შუბერტის, ფრედერიკ შოპენის, ერიკ სატისა და ნიკოლოზ შენგელიას ნაწარმოებებს შეასრულებენ პროფესორ ნინო მამრაძის კლასის სტუდენტები: რეზი წიტაიშვილი, თამარ თარაევა, სოფო ტარტარაშვილი, ლუკა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ შენგელია. დრო: 17 თებერვალი, 18:00 […]

KKAA-ის ფილოსოფია და შეხედულებები – არქიტექტორ ნიკოლას გეშარდის პრეზენტაცია

21 თებერვალს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში კომპანია Kengo Kuma And Associates-ის არქიტექტორი ნიკოლას გეშარდი გამართავს პრეზენტაციას KKAA-ის ფილოსოფიისა და შეხედულებების შესახებ. KKAA პროექტებს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. მისი ნიშაა ბუნებას, ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობის შექმნა. მომხსენებელი ისაუბრებს კომპანიის ბოლო დროინდელ დასრულებულ პროექტებზე: H.C. ანდერსენის მუზეუმი, Water Culture House Projectდა […]

ღია კარის დღე – მედიცინის სკოლა

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიცინის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. ინგლისურენოვანი სასწავლო მასალით სტუდენტები და ლექტორები მაქსიმალურად […]

ღია კარის დღე – განათლების სკოლა

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დაწყებით საფეხურზე სწავლებით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი, გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მისი მიზანია ფართო ერუდიციის, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლის მომზადება. შეხვედრაზე გაეცნობით მასწავლებლის მომზადების […]

საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა…“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში)

რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი სიცოცხლისთვის? საჯარო ლექცია „მომკლავს მე უშენობა...“ (ანუ რკინის საოცარი თავგადასავალი ქიმიურ სამყაროში) უპასუხებს რკინის სასიცოცხლო მნიშვნელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. პროფესორი ქეთევან კუპატაძე განიხილავს რკინის, აუცილებელი ქიმიური ელემენტის, მნიშვნელობას ალქიმიკოსების, ქიმიკოსებისა და მხატვრების საქმიანობაში. ღონისძიება ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც – ჩატარდება ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებიც დამსწრეთ ქიმიურ პროცესებზე დაკვირვებისა და კითხვები დასმის საშუალებას მისცემს, რათა […]