რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია

22 ივლისს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ფარგლებში გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია. ჟურნალს წარადგენს და განხილვას გაუძღვება გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე. ჟურნალის წარდგენისა და განხილვის ორგანიზატორია ლიტერატურული კლუბი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო […]

პროფესორ ბესიკ კანკიას სემინარი „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“

23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია გამართავს სემინარს თემაზე: „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სიცოცხლის წარმოშობის ჰიპოთეზა, რნმ-ის სამყარო, პარადოქსულია და […]

„სამედიცინო მონაცემების ანალიზი“ – კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

29 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში დაიწყება კურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის „სამედიცინო მონაცემების ანალიზი“. კურსი დასრულდება 2 აგვისტოს. მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/THfhm სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 29 ივლისი - 2 აგვისტო, 16:00 […]

ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“

5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში გაიმართება ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანამანათლებლო-პრაქტიკული ღონისძებების განხორციელების გზით. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/BIIB3 სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 5 აგვისტო, 10:00-16:00 სთ. ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures – საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია

20 სექტემბერს, 15:00 საათზე (პარიზის დროით), ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ''La Géorgie à la croisée des cultures''  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების […]

მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მინის ნეგატივები, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული […]

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024. სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. ილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და […]

ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2024

ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან დარახველიძე. ტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ […]

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის, ეგვიპტის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, პალესტინის, პარაგვაის, საქართველოს, სირიის, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს, ეროვნულ ცეკვებს, სიმღერებსა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. თარიღი: 30 სექტემბერი დრო: 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის […]