„ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“ – არქეოლოგ დიონისე მურელატოსის ონლაინმოხსენება
15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“. საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა […]