მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
7 მარტს, 19:00-ზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ პრეზენტაცია. რომანზე, მის ისტორიულ კონტექსტებსა და პარალელებზე გურამ დოჩანაშვილის რომანთან „სამოსელი პირველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი ისაუბრებენ. ნობელის პრემიის ლაურეატის, ცნობილი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას, […]