მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენება და დისკუსია

8 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გამართავს მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენებას და დისკუსიას. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. „სახელმწიფო […]

საჯარო დისკუსია „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“. მომხსენებლები: თამარ კორძაია – მედიაექსპერტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი; ნათია კაპანაძე – მედიაექსპერტი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი; ლაშა ქავთარაძე – ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი; გოგა ჩიფჩიური – კონსტიტუციონალისტი.   მოდერატორი – ზვიად ქორიძე, […]

ილიაუნი + პრაქტიკული კურსები სრული დაფინანსებით და რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება

ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის მხარდაჭერია […]

ტრენინგკურსი Educate the Educators

ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. ტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი. ტრენინგები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთხუთმეტე ქება

10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთხუთმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

ჰუ ბოს ფილმის „სპილო მშვიდად ზის“ ჩვენება და დისკუსია

10 მაისს, პარასკევს, 19:30 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ჩინელი რეჟისორის, ჰუ ბოს ფილმს „სპილო მშვიდად ზის“. სურათი ამავე რეჟისორის ნოველის, „უზარმაზარი ბზარი“ ეკრანიზაციაა, რომელმაც 2018 წლის ბერლინის კინოფესტივალზე FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება) პრიზი მიიღო. ჰუ ბომ ფილმის დასრულების შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ჩინეთის ქალაქ მანჟულში ოთხი ადამიანის ცხოვრება […]

აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში

13 მაისს, 13:00-დან 16:00 სათამდე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი. დასაქმების ფორუმზე კომპანია წარმოადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო ვაკანსიებს თბილისსა და ყაზბეგში. დაინტერესებული პირები შეძლებენ ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე. დასაქმების ფორუმზე Adjara Group წარმოადგენს: ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“, ზაფხულის განმავლობაში დასაქმების შესაძლებლობას (მუშაობის პროცესში კომპანია აფინანსებს ცხოვრებისა და კვების ხარჯებს). თბილისის […]

საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის, რაც მომწონს

14 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის SavvY მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა შეხვდება სტუდენტებს. შეხვედრის თემა: „საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის, რაც მომწონს“. მომხსენებლის შესახებ მარიამ ქოიავას აქვს 5-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტისა და ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი. SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების მენეჯერად თიბისი […]

შეხვედრა დირკ ვიზესთან – „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე“

14 მაისს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია გერმანიის პარლამენტის წევრთან, დირკ ვიზესთან თემაზე: „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე. საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის 200 წელი“. საქართველოსა და გერმანიას დიდი ხნის ისტორია აკავშირებს – დაწყებული მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსული შვაბი ემიგრანტებიდან დღემდე. ორ ქვეყანას შორის […]

საუბრები კარიერაზე: მოსამართლის დღე და შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან

14 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ანა გოგიშვილთან შეხვედრაზე. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. შეხვედრის მიზანია მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი […]