პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება

1–ლ ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება, რომელზეც განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია წარდგება პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა და ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, […]

პროფესორ ჟორჟ ნივას საჯარო ლექცია: „რას გვეუბნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი?“

1-ლ ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ფრანგი პროფესორის, ჟორჟ ნივას საჯარო ლექციაზე: Que nous dit l’incendie de Notre-Dame-de-Paris? –რას გვეუბნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი? მომხსენებლის შესახებ ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სლავისტი, მთარგმნელი და აზროვნების ისტორიის სპეციალისტი ჟორჟ ნივა, […]

პატრიარქ ტიმოთე I-ის დიალოგი ხალიფა ალ-მაამუნსა და ჰარუნ – არ- რაშიდთან

2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვორკშოპი გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ მარტინ ტამკეს ხელმძღვანელობით. მოხსენებებს წაიკითხავენ: ანდრეი მაკარი (გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „სპარსეთის ყურეში პრეისლამური პერიოდის ასირიელების ლიტურგია; რადუ ტრანდაფირი (გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი) – „პატრიარქ ტიმოთე I-ის დიალოგი ხალიფა ალ-მაამუნთან (ჰარუნ - არ- რაშიდთან)“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 2 ოქტომბერი,19:00 […]

საჯარო ლექცია „კვების აშლილობებისა და აზარტული თამაშების მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიები“

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კვების აშლილობებისა და აზარტული თამაშების მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 3 ოქტომბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია.

კლიმატის ცვლილება და საქართველო

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა კლიმატის კვირეულის ფარგლებში შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა გარემოზე, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძირითადი რისკები და საადაპტაციო ღონისძიებები, საქართველოს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესის მიმოხილვა, ეროვნულად განსაზღვრული წვლილი კლიმატის ცვლილების შერბილებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

პარასკევს, 4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს ➳ ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5, ოთახი E 208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge

DevOps Con Tbilisi 2019

5–6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით DevOps Con Tbilisi 2019 ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება.  ღონისძიებას DevOps Georgia გუნდი მეორედ მართავს. მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკის „ღია ბანკინგის“ განვითარების პროგრამა BOG Fintech და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „ომედია". რა არის DevOps? DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო  პროდუქტის ავტომატიზებულად მიწოდებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და მიდგომების […]

ამერიკელი ფსიქოლოგების საჯარო ლექციები

8 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  მასპინძლობს ფორდემის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, ჰაროლდ თაკუშიანს და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ანი კალოიანს, რომლებიც გამართავენ საჯარო ლექციებს. პროფესორ ჰაროლდ თაკუშიანის ლექცია: 140 Years Of International Psychology: 12 Surprising Facts დისკუსანტი – დოქტორი ანი კალოიანი დოქტორ ანი კალოიანის ლექცია: Mass Trauma & Healing: Forgiveness, Resilience, and Meaning-Making დისკუსანტი – პროფესორი ჰაროლდ […]

NASA Space Apps Challenge

18–19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს. NASA Space Apps Challenge Abastumani-ის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni. ჰაკათონის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Grant Thornton Georgia, DataFest Tbilisi-ს, Zoomout • ზუმაუთი-სა და Fablab Iliauni • ფაბლაბ […]

თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი ილიაუნიში

10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ სოლისტები: მაია ბარათაშვილი ზაურ შავგულიძე გიორგი სუხიტაშვილი მარიკო ებრალიძე თემურ საჯაია ნესტან ჯიბლაძე ნინი გველესიანი ვასილ დოლიძე. დრო: 10 ოქტომბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. […]