ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიებთან დაკავშირებით

25 იანვარს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლასა და სტიპენდიებთან დაკავშირებით. ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ სტიპენდიებს […]

რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი” პრეზენტაცია

25 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორ რუსუდან მირცხულავას წიგნის „მითოლოგიური ლაბირინთი" პრეზენტაცია. ნაშრომი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკითხებს მოიცავს. […]

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეცხრე ქება

25 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცხრე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ […]